loader

სისხლიანი დაპირისპირება "დრიმ თაუნში" - დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი დაპირისპირება "დრიმ თაუნში" - დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისში, "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთ მცხოვრებს ავტომანქანის კონკრეტულ ადგილას დაყენების საშუალება არ მისცა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და მათგან ორი მსუბუქია, ხოლო ორზე სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე ბინაზეა გაწერილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, დანაშაული ცხლე კვალზე გაიხსნა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.