loader

საწვავი სექტემბერში 5-8 თეთრით გაძვირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საწვავი სექტემბერში 5-8 თეთრით გაძვირდა

სექტემბერში საწვავის ფასმა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ერთ ლიტრზე საშუალოდ 5-8 თეთრით მოიმატა. ამის მიზეზად კი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საერთაშორისო ფასების მატებასა და აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ლარის დოლართან მიმართებაში მკვეთრ ვარდნას ასახელებენ.

ამასთან, როგორც კავშირში აცხადებენ, ნავთობის ფასი 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. კერძოდ, სექტემბრის განმავლობაში ის ბარელზე საშუალოდ 6,77%-ით გაიზარდა და დღეისთვის ბარელი ნავთობის ფასი 82,67 დოლარს შეადგენს.