loader

მწარმოებლები გვირჩევენ, თვეში 2-ჯერ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა: როგორ გავასუფთავოთ მანქანა, რომ დიდხანს გვემსახუროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მწარმოებლები გვირჩევენ, თვეში 2-ჯერ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა: როგორ გავასუფთავოთ მანქანა, რომ დიდხანს გვემსახუროს

რაც უნდა ძვირად ღირებული სარეცხის მანქანა შეიძინოთ, მისი უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება, თუ პერიოდულად არ გაწმენდთ. მანქანაში, ჭუჭყის გარდა, მინერალური ნარჩენებიც ილექება, რომლებიც რამდენიმე მიზეზით წარმოიქმნება: ხისტი წყლისგან, არასწორი ექსპლუატაციისგან, უხარისხო სარეცხი საშუალებებისგან, რომლებიც ზომაზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს.

სამწუხაროდ, ყველაზე მეტი ნალექი რთულად მისაწვდომ ადგილებში გროვდება, რაც გასუფთავების პროცესს ართულებს. ამის მიუხედავად, მწარმოებლები გირჩევენ, თვეში 2-ჯერ მაინც გაწმინდოთ მანქანა.

როცა მანქანიდან უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, ესე იგი, დოლურის გაწმენდის დროა. სუნი რომ მოაშოროთ, საკმარისია მანქანა ცხელი წყლით გაავსოთ, მანამდე წინასწარ მოათავსეთ დოლურაში მათეთრებელი ან სპეციალური გამწმენდი საშუალება. როცა მანქანა გაივსება და მათეთრებელი წყალში გაიხსნება, გამორთეთ და ერთი საათით გააჩერეთ წყალი დოლურაში. ეს მეთოდი ჭუჭყსა და შლამს აშორებს, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს. დროთა განმავლობაში კი მანქანას აზიანებს. ფილტრის გაწმენდა თვეში 3-ჯერ არის რეკომენდებული. პერიოდულად გამოიყენეთ ხოლმე ხისტი წყლის დამარბილებელი საშუალებები.

მანქანის შიდა ზედაპირის გასუფთავების მიზნით ხშირად იყენებენ გოგირდმჟავას, მარილმჟავას, ძმრის ესენციას და ლიმონმჟავას, თუმცა ყველა ეს მჟავა ნეგატიურად მოქმედებს მეტალზეც და რეზინის დეტალებზეც. ამავე მიზეზით არ ღირს გამოყენება იმ საშუალებების, რომლებიც ჩაიდნების ნადებისგან გასაწმენდად გამოიყენება.

უკეთესია სპეციალური საწმენდი საშუალებები გამოიყენოთ, რომლებსაც თავად მანქანის მწარმოებლები უშვებენ და რომლებიც ზემოჩამოთვლილ სამივე პირობას აკმაყოფილებს. რეცხვის შემდეგ მანქანის კარი ღია დატოვეთ. თუ ბევრი სისველე დარჩა შიგნით, შეგიძლიათ ჩვრითაც გაწმინდოთ. ასეთი მოვლის პირობებში მანქანა უფრო დიდხანს გემსახურებათ.