loader

ბოლო 8 თვის სტატისტიკა: საქართველოში 4 196 საგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო 8 თვის სტატისტიკა: საქართველოში 4 196 საგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989

2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით, დაშავებულების კი 8%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-აგვისტოს საგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ავრცელებს. ორგანიზაციის მონაცემებით, 8 თვეში საქართველოს მასშტაბით 4 196 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ინფორმაციით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ითაა გაზრდილი. ამასთან, 2017 წელთან შედარებით, წლევანდელი წლის 8 თვის მონაცემებით, დაღუპულ პირთა რაოდენობა 8%-ით შემცირდა, კერძოდ, წინა წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 26 პირით ნაკლები დაიღუპა.

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით თბილისში საგზაო შემთხვევები 4 %-ით, დაშავებულობა კი 2%-ით გაიზარდა.