loader

საქართველოს 4 პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებითაც ისინი ისტორიაში დარჩებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს 4 პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებითაც ისინი ისტორიაში დარჩებიან

28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ბოლოჯერ აირჩევს პრეზიდენტს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სულ 4 პრეზიდენტი გვყავდა. მართალია, ყოფილ სამსა და ამჟამინდელ პრეზიდენტს შორის საკმაოდ დიდი ფუნქციონალური განსხვავებაა, რადგან წინა სამი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო, ხოლო გიორგი მარგველაშვილს შეკვეცილი ფუნქციებით მოუხდა პრეზიდენტის პოსტის დაკავება.

გამომდინარე ამ არჩევნების ისტორიული მნიშვნელობისა, გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა ის საქმეები, რომლებითაც ჩვენი 4 პრეზიდენტი "ისტორიაში" შევა. საინტერესოა, როგორ აფასებენ პრეზიდენტების საქმიანობას ანალიტიკოსები. ჩვენ ვახტანგ ძაბირაძის, ლადო პაპავას და ირაკლი მენაღარიშვილის თვალით დანახულ პრეზიდენტებს წარმოგიდგენთ.