loader

თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, ბანკი სესხს არ მოგცემთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, ბანკი სესხს არ მოგცემთ

თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება, სესხს ვეღარ აიღებთ. ამის შესახებ "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ" ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული. აღნიშნული რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტის თანახმად, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ (მსესხებლის/თანამსესხებლის) გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის და მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ აქვს. ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თანამსესხებელი აუცილებლად უნდა იყოს მსესხებლის საოჯახო მეურნეობის წევრი.


ასევე დაგაინტერესებთ: ცვლილებები, რომლებიც სესხის გაცემისა და დაფარვის წესში შედის - რა ვალდებულებები ეკისრებათ ბანკებს 1-ლი ნოემბრიდან?