loader

დედაქალაქში ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედაქალაქში ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს

დედაქალაქში ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლონეთში, Man-ის ქარხანაში ყოფნისას განაცხადა.

მისივე თქმით, მართალია, მერიამ არჩევანი მწვანე-თეთრ კომბინაციაზე შეაჩერა, თუმცა ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და ფერს აუცილებლად მოქალაქეებთან ერთად შეარჩევს. „გამორიცხული არ არის, რომ თბილისისთვის ბრენდირებული ავტობუსები შევუკვეთოთ და ამაში ქართველი დიზაინერები ჩავრთოთ“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. თავდაპირველად დედაქალაქში 90 ერთეული ავტობუსი შემოვა. კალაძის განცხადებით, 500-550 ავტობუსის შემოყვანა კი მოგვიანებით მოხდება.
ავტობუსები იქნება სხვადასხვა ზომის - 8-10 და 12-მეტრიანი.

„ხვალ მივდივართ მიუნხენში, სადაც უკვე ადგილზე ვნახავთ, თუ როგორი კონფიგურაციის შეიძლება იყოს ავტობუსები. გავაკეთებთ რამდენიმე ვარიანტს, მოგაწვდით ინფორმაციას, განვათავსებთ სოციალურ ქსელში და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება“, - მიმართა კალაძემ თბილისელებს პოლონეთის „მანის“ ტიპის ავტობუსების მწარმოებელი ქარხნიდან ჩართვისას.