loader

"უგემურად მიდის ჩვენი ცხოვრება" - მეთევზეს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და მოკლეს, დედამთილი დარწმუნებულია, რომ რძალმა მკვლელის ვინაობა იცის და ხელს აფარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უგემურად მიდის ჩვენი ცხოვრება" - მეთევზეს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და მოკლეს, დედამთილი დარწმუნებულია, რომ რძალმა მკვლელის ვინაობა იცის და ხელს აფარებს

ოთხი თვის წინ მოკლული მეთევზის საქმეზე სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. სათევზაოდ წასული როლანდ სომხიშვილი 25 ივლისს დაუდგენელმა პირმა მოკლა. მეთევზეს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

სომხიშვილი შემთხვევის დროს სათევზაოდ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ტატიანა მელნიკოვა იხსენებს, მეთევზეს ბადის გაშლის დროს უკნიდან ისე მიეპარნენ და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რომ მას მკვლელი არ დაუნახავს.