loader

"თქვენ დავალება მიიღეთ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობისგან?" - გაერთიანებული ოპოზიცია ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ დავალება მიიღეთ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობისგან?" - გაერთიანებული ოპოზიცია ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამომრჩეველზე ზეწოლა ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად - გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალი სატელეფონო ჩანაწერები წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ საჯარო მოსამსახურეებზე კვლავაც გრძელდება ზეწოლა და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.

ჩანაწერის ავტორი კონკრეტულ პირებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი ეკითხება კომპანიის თანამშრომლებს, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.