„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი ივანიშვილს - ხომ არ ხართ კომპრომატების მსხვერპლი?- რატომ არ იშორებთ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ "ქართულ ოცნებას"?
14:28 / 26-10-2018
უჩა მამაცაშვილი ჩემი ნათესავებიდან ერთადერთი კაცია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის იმიტომ, რომ არასდროს სათავისოდ არ გააფერადებს, ძალიან წესიერი კაცია... ყველა სიტყვაზე რომ წითლდება, ასეთი უმწიკვლო ადამიანია, - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა "პალიტრანიუსის" ჟურნალისტის, ემა ტუხიაშვილის შეკითხვას იმის თაობაზე, რატომ არ იშორებს "ქართული ოცნება" ისეთ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ მმართველ გუნდს და რომელთა გამოც პარტია ნდობას კარგავს.