loader

ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა და მეორე ხელით ბავშვი ჰყავდა აყვანილი ქეჩოზე - 8 წლის ბიჭის დედა ფიზიკურ ძალადობაში 54 წლის მამაკაცს ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა და მეორე ხელით ბავშვი ჰყავდა აყვანილი ქეჩოზე - 8 წლის ბიჭის დედა ფიზიკურ ძალადობაში 54 წლის მამაკაცს ადანაშაულებს

8 წლის მოზარდის დედა მეზობელს მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

არასრულწლოვნის დედა ამტკიცებს, რომ 54 წლის მამაკაცი მის შვილს ფიზიკურად საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გაუსწორდა. ძალადობის სცენა კი თავისივე მობილური ტელეფონით გადაიღო. ქალი მომხდარის გამოძიებას და მამაკაცის დასჯას ითხოვს.

დაზარალებული მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ ძალადობის შემდეგ მამაკაცი ბავშვის გატაცებასაც აპირებდა. მისი მტკიცებით, მამაკაცი მოზარდს საკუთარი ავტომობილში ჩაჯდომას ძალის გამოყენებით აიძულებდა.