loader

რა ღირს საცხოვრებელი უძრავი ქონება თბილისის უბნებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ღირს საცხოვრებელი უძრავი ქონება თბილისის უბნებში

2018 წლის მეორე კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი პროექტის, უძრავი ქონების ლაბორატორიის ფარგლებში ჩატარებული კვლევა იუწყება.

კვლევის თანახმად, მეორე კვარტალში, 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 868 ამერიკულ დოლარსა და 881 დოლარს შორის მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვა ყველაზე ძვირი - ათას 124 დოლარი ანუ 2 ათას 748 ლარი მთაწმინდაზე; ხოლო ყველაზე დაბალი - 547 დოლარი ანუ ათას 339 ლარი სამგორშია.

რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 887 დოლარი; გლდანში - 561 დოლარი; ნაძალადევში - 636 დოლარი; დიდუბეში - 772 დოლარი; ვაკეში - 992 დოლარი; ჩუღურეთში - 772 დოლარი; ისანში - 680 დოლარი; ხოლო კრწანისში - 842 დოლარი იყო.