loader

თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდისთვის ეშვის ამოღების ოპერაცია დასრულდა - როგორ ადგა სპილო ოპერაციის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდისთვის ეშვის ამოღების ოპერაცია დასრულდა - როგორ ადგა სპილო ოპერაციის შემდეგ

თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდისთვის ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია დასრულდა. როგორც თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიღვიძებს სპილო გრანდი.

ოპერაცია ღია ცის ქვეშ, ვოლიერში ჩატარდა. ოპერაციის დასაწყისში კამერებსა და ფოტოგრაფებს საშუალება მისცეს, 15 წუთით პროცესი გადაეღოთ.

სპილოსთვის ეშვის ამოღების ოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპილო გრანდს ერთი ეშვი 2014 წელს ამოუღეს და მაშინ ოპერაცია 11 საათს გაგრძელდა. სპილოს ანესთეზიის შემდეგ გამოსვლა გაუჭირდა.



ავტორი: ეკატერინე ბახუტაშვილი