loader

ბაღების მართვის სააგენტო ნაწლავური ინფექციით აღსაზრდელთა დაავადების ფაქტებზე აკეთებს განცხადებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაღების მართვის სააგენტო ნაწლავური ინფექციით აღსაზრდელთა დაავადების ფაქტებზე აკეთებს განცხადებას

საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ნაწლავური ინფექციით აღსაზრდელთა დაავადების ფაქტები, საკვები პროდუქტები დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ნათქვამია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში არსებული პროდუქტის სინჯები სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაცით, საბავშვო ბაღებში შესული პროდუქტის ვარგისიანობა დასტურდება მომმარაგებელი კომპანიის მიერ ყოველკვარტლურად წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატებითა და თვეში ერთხელ წარმოდგენილი მიკრობიოლოგიური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტებით.