loader

ცნობილი ადამიანების ფლეშმობი "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არის გიორგი აბდალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ადამიანების ფლეშმობი "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არის გიორგი აბდალაძე

მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის - "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოგრაფთან, გიორგი აბდალაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცის, ვინ არის გიორგი აბდალაძე და რომ ასეთ ადამიანს არასდროს უმუშავია საგარეო საქმეთა სამინისტროში, "ფეისბუქზე" ერთგვარი საპასუხო ფლეშმობი მოჰყვა.

"ჩვენ ვიცნობთ გიორგი აბდალაძეს", - ამ ჰეშთეგით ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები გრიგოლ ვაშაძის რეპლიკას და გიორგი აბდალაძესთან ერთად გადაღებულ ან ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ.

შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე 2011 წლის 7 ივლისს უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით იქნენ დაპატიმრებულნი და გასამართლებულნი. 2012 წელს, ნოემბერში, ნათია გედენიძეს ბრალეულობა მოეხსნა.



ასევე დაგაინტერესებთ: "ვინ არის გიორგი აბდალაძე? ეს ადამიანი არასდროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნუ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს" - გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს

რას ამბობდა გრიგოლ ვაშაძე ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეზე 2011 წელს