loader

ნახეთ, როგორი იქნება განახლებული მშრალი, ზაარბრიუკენის ხიდი, დედაენისა და 9 მარტის ბაღები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნახეთ, როგორი იქნება განახლებული მშრალი, ზაარბრიუკენის ხიდი, დედაენისა და 9 მარტის ბაღები

თბილისში მშრალი, ზაარბრიუკენის ხიდის, დედაენისა და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 21 ნოემბერს დაიწყება და 26 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 899 520 ლარია.

სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 8 თვეა განსაზღვრული.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა: 9 მარტის და დედაენის ბაღების დამაკავშირებელი გვირაბი; დედაენის ბაღში ჩასასვლელი კიბე; ღია თეატრი და ნახატების გამოსაფენი სტენდები 9 მარტის ბაღში; მშრალი ხიდის ზ. გამსახურდიას სანაპიროსთან დამაკავშირებელი კიბე. იგეგმება ასევე -
ხიდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორის მოწესრიგება; მტკვრის მხარეს გამავალი 9 მარტის ბაღის ტროტუარის გაფართოება და კეთილმოწყობა და 9 მარტის ბაღის ზ. გამსახურდიას სანაპიროზე გამავალი ნაწილის მოწესრიგება.