loader

კადრები რუსთავიდან, სადაც ორი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები რუსთავიდან, სადაც ორი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

რუსთავში, ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 
როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცებმა მძიმე ნარკოტიკული საშუალება ლეონიძის სკვერში მიიღეს, რამდენიმე წუთში კი გონება დაკარგეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცები უგონო მდგომარეობაში გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდნენ. ადგილზე დროულად მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. 43 წლის მამაკაცი გონზე მალევე მოვიდა, თუმცა შედარებით რთული იყო 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა. ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, მოგვიანებით კი მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში მაინც გახდა საჭირო.

"ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, რომ პაციენტებს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კადრებს "ინფო რუსთავი" ავრცელებს. 



წყარო