loader

თემქაზე მოკლულ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამასა და ექსპერტს შორის შეკამათება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თემქაზე მოკლულ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამასა და ექსპერტს შორის შეკამათება მოხდა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგები წარადგინა. აღნიშნული დასკვნის გასაცნობად ბრალდების მხარემ ერთი საათი მოითხოვა.

სასამართლოში ჩვენება ალტერნატიულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ მის მიერ დაწერილ დასკვნასთან დაკავშირებით მისცა.

მისი ჩვენება ანა ნაცვლიშვილის მამისთვის, მამუკა ნაცვლიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ექსპერტთან საუბრისას აღნიშნული დასკვნა გააპროტესტა.