loader

ვინ არის ქალი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქალი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ლანა ღვინჯილია, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოკუპაციის ხაზთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია.

"აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია", - ასე მიმართა სოფელ ატოცში ჩასულ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ადგილზე მყოფმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარ-მენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ჩავიდა, როგორც მომავალი პრეზიდენტი და "ახლა განცხადებების დრო არ არის".