loader

"შუბლს გაგიხვრიტავ", "თქვენს სისხლს დავლევ" - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შუბლს გაგიხვრიტავ", "თქვენს სისხლს დავლევ" - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი

მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან, - ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ბოლო დღეებში 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების - თეიმურაზის და ქეთევანის, ასევე, პირადად ჩემ მიმართ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: "შუბლს გაგიხვრიტავ", "თქვენს სისხლს დავლევ"... მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან: ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის მეთაურებთან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.