loader

"საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ტარდებოდეს მხოლოდ კვირა დღეს, თავის დროზე ტექნიკურად ეს შეცდომა მეც დავუშვი" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ტარდებოდეს მხოლოდ კვირა დღეს, თავის დროზე ტექნიკურად ეს შეცდომა მეც დავუშვი" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს: 

"პანიკაში მყოფმა ივანიშვილმა არჩევნები დანიშნა კვირის ნაცვლად ოთხშაბათს იმ იმედით, რომ კერძო ბიზნესის მფლობელები არ გამოუშვებენ თანამშრომლებს და ვერც უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ვერ შეძლებენ არჩევნებზე მისვლას.

მინდა ვუთხრა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ როგორც კი შეიცვლება ხელისუფება, ყველას დაგირიგდებათ ელექტრონული ბარათები და სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ ხმის მიცემას. მანამდე კი, ამ ერთხელ და ბოლოჯერ, აჩუქეთ ერთი დღე თქვენს სამშობლოს და დატოვეთ ოლიგარქი გაბითურებული!" - ნათქვამია სტატუსში.