loader

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მცხოვრებლებს პირველადი დახმარების ნივთები გამოაქვთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მცხოვრებლებს პირველადი დახმარების ნივთები გამოაქვთ

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებმა საკუთარი ბინებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც კრწანისის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ჩარგეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს, ხვალიდან კი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. მისივე ინფორმაციით, დაზარალებულები ღამეს დღესაც სასტუმროებში გაათევენ.

როგორც ცნობილია, ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ. დაშავებულია 3 ადამიანი.