loader

"ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე, ტატა უკვე აღარ მყავდა....." - ნუკრი რევიშვილის მეუღლის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე, ტატა უკვე აღარ მყავდა....." - ნუკრი რევიშვილის მეუღლის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის მეუღლე თინათინ ჩხეიძე სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული ქალიშვილის ვიდეოს ავრცელებს მინაწერით: "ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე ტატა უკვე აღარ მყავდა.. ტელეფონი ხელიდან გამივარდა..შეეცადეთ დატკბეთ ყოველი დღით თქვენ შვილებთან ურთიერთობით! ადამიანს შვილზე დიდი ბედნიერება არ გააჩნია. მათ ზემოთ არაფერი დგას გარდა ღმერთისა (ღმერთი რომელზეც რაც არ უნდა ნაწყენი იყო ან გაბრაზებული მაინც თავდახრილი თხოვ მიტევებას) შვილი არის გვირგვინი, სინათლე ადამიანის ცხოვრების. შეეცადეთ აუსრულოდ მათ სურვილები, უბრალოდ არ უნდა დაგეზაროთ მათი სურვილის მოსმენა , მათთან საუბარი. აღმოაჩენთ რომ მათ ჩვენთან ჩახუტების და სიყვარულის გარდა თითქმის არ აქვთ სხვა სურვილები.. და რამდენ სიყვარულს ვკარგავთ ყოველდღე..."

ასევე იხილეთ: საქართველოს ნაკრების მეკარეს, ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა დაეღუპა

"დენმა დაარტყაო... გულისცემა აღდგა და წაიყვანეს" - მეზობლები დოლიძეზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 9 წლის გოგონა ემსხვერპლა

"ჩემი ანგელოზი... ჩემი ნათლული ტატა... ღმერთო, როგორ გავუძლოთ ამ განსაცდელს" - ირინა ონაშვილის ემოციური პოსტი

მეკარე ნუკრი რევიშვილის მეუღლის ემოციური პოსტი 9 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ