loader

რა წერია სალომე ზურაბიშვილის ყოფილი ქმრის ვრცელ წერილში, რომელიც მან საგანგებოდ არჩევნებამდე დღეებით ადრე გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წერია სალომე ზურაბიშვილის ყოფილი ქმრის ვრცელ წერილში, რომელიც მან საგანგებოდ არჩევნებამდე დღეებით ადრე გამოაქვეყნა

სალომე ზურაბიშვილს ყოფილი მეუღლე კოკი გუგუშვილი მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ იგი "ფეისბუკის" გვერდზე წერს.

როგორც კოკი გუგუშვილი საკუთარ მიმართვაში აღნიშნავს, ის ამაყობს, რომ თეიმურაზი და ქეთევან გუგუშვილები დედას გვერდით უდგანან და ეხმარებიან საქართველოს ლიბერალური დემოკრატიისა და თავისუფლების გზით სვლაში. მისი თქმით, ამ არჩევნებში მისი პრინციპული არჩევანი იმ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და არა ჩრდილოეთისკენ.

მისივე თქმით, შავბნელმა წრეებმა გაბედეს და ეჭვის ქვეშ დააყენეს მისი შვილების წარმომავლობა და დაამახინჯეს ის ყველაფერი, რასაც მათი მამა სამ ათეულ წელზე მეტხანს ემსახურა. "ისინი, ვინც ამ ბოროტ დეზინფორმაციას ავრცელებს, არაკაცები არიან, კაცობრიობის ნაგავსაყრელზე გადასაგდები" - წერს კოკი გუგუშვილი.



ასევე დაგაინტერესებთ: "ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში?" - სალომე ზურაბიშვილის ვაჟი გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს

ამ მუქარის გამო ჩამოვედი თბილისში... ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ქართველი კაცი ვიყო დედაჩემთან და ის დავიცვა - სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ვიდეომიმართვა