loader

ვინ არის და რა ანაზღაურება ექნება "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის და რა ანაზღაურება ექნება "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრს

"ლიბერთი ბანკის" აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის - "ჯორჯიან ფაინენშალ გრუპის" გადაწყვეტილებით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი მამუკა წერეთელი გახდა. ის საბჭოს წევრი ოთხი წლის ვადით იქნება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მამუკა წერეთლის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 3 ათას 750 ამერიკული დოლარი იქნება. ცნობისთვის, წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში შპს "თელედას" 36%-იან წილს ფლობს, რომლის საქმიანობის სფეროც ღვინით ვაჭრობა, ღვინის წარმოება, მევენახეობა, მეღვინეობა და ყურძნის გადამუშავებაა.