loader

10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის

ბოლო 10 წლის განმავლობაში საექსპორტო პროდუქტების ათეული მუდმივად იცვლებოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2008 წელს საექსპორტო ათეულის ტოპ-სამი პროდუქტი იყო - ფეროშენადნობები, ნარჩენები და შავი ლითონის ჯართი, მადნები და სპილენძის კონცენტრანტები.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ათეულში ოქრო დაწინაურდა და მეექვსე ადგილიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 2010 წლის სტატისტიკის მონაცემებით, ათეულიდან გაქრა მინერალური და მტკნარი წყლები. საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა 2011 წელსაც, როცა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა და 227 მილიონიდან 450 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის მანქანების რეექსპორტი, რომელიც საქართველოს გავლით ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გადის. რაც შეეხება 2012 წელს, ავტომობილების ექსპორტი ისევ იზრდება, ათეულს კი ახალი პროდუქტი, სამკურნალო საშუალებები ემატება. განსხვავებული მონაცემები მივიღეთ 2013 წელსაც, როდესაც კაკლის ექსპორტი 166 მილიონით სამეულში შევიდა.

მნიშვნელოვანი ცვლილება ფიქსირდება 2014 წელსაც, როცა ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი წინა წელთან შედარებიღ 52 მილიონი დოლარით გაიზარდა.