loader

დაათვალიერეთ კალაძის ავტოპარკი - ნახეთ, როგორი ავტომობილები უყვარს დედაქალაქის მერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაათვალიერეთ კალაძის ავტოპარკი - ნახეთ, როგორი ავტომობილები უყვარს დედაქალაქის მერს

კახა კალაძე ცნობილია ავტომობილებისადმი სიყვარულით, თუმცა მას ამ ბოლო დროს ერთი „უცნაურობა“ აღენიშნება. სანამ ის პოლიტიკაში მოვიდოდა, ყველას გვახსოვს მისი გრანდიოზული Bentley და Range Rover-ი. მის ავტოფარეხში მდიდრული სპორტული ავტოებიდან Mercedes- AMG GT-ს, Mercedes- AMG G Class-სა და სხვა ავტოებს ახლაც იპოვით. თუმცა მერად არჩევის შემდეგ კალაძემ „ფერი იცვალა“ და დიდი ზომის ავტომობილებიდან არათუ პატარა, არამედ ძალიან პატარა ავტომობილებზე გადაჯდა.

ჯერ იყო და MINI-თ მოძრაობდა, შემდეგ - იტალიური Fiat 500-ით; აი, ახლა კი კიდევ უფრო პატარა ზომის - 0,9-ლიტრიან, ტურბოძრავიან, 2018 წლის ორადგილიან Smart-ზე გადაჯდა. 

იხილეთ სტატია სრულად