loader

სროლა რესტორან "წისქვილში" - ყოფილმა პატიმარმა ყოფილი მაღალჩინოსანი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა რესტორან "წისქვილში" - ყოფილმა პატიმარმა ყოფილი მაღალჩინოსანი დაჭრა

წყნეთში, რესტორან "წისქვილთან" გუშინ მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავე პირი უკვე დადგენილია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად სამი პირი დაიჭრა. კერძოდ, "იმედის" ინფორმაციით, დაჭრილია მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი, სასჯელაღსრულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.



ზვიად მიხანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.



არსებული ინფორმაციით, მიხანაშვილი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.