loader

რა ვნახეთ დღეს საქართველოს პარლამენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვნახეთ დღეს საქართველოს პარლამენტში

ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდიდან მოყოლებულმა და დუღილის ტემპერატურას მიღწეულმა პოლიტიკურმა ვნებათა ღელვამ გასაქანი ისევ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იპოვა. დეპუტატებმა, რომლებიც წესით ყველაზე მეტად უნდა იყვნენ აღჭურვილნი თმენის ვალდებულებით, კიდევ ერთხელ ამ ვალდებულებასთან ერთად სახეც დაკარგეს და იმის კეთება დაიწყეს, რაც ერთნაირად შეურაცხყოფს როგორც ხელჩართული ჩხუბის მონაწილეებს, ასევე ქვეყანას.

მაშინ როცა ჩვენ, გადასახადების გადამხდელები უკეთესად ცხოვრებისთვის მათგან გონივრულ საკანონმდებლო ინიციატივებს ველით, და მაშინ, როცა მაღაზიებში პურის ფასი იზრდება, ხელში ჯერ-ჯერობით, მხოლოდ სანახაობა გვრჩება.


სალომე აბულაშვილი, Palitravideo.ge-ის ვიდეობლოგერი

ასევე იხილეთ: