loader

რუსული ტელეარხის ტყუილი, რომელსაც გასულ ღამეს მთელმა მსოფლიომ დასცინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული ტელეარხის ტყუილი, რომელსაც გასულ ღამეს მთელმა მსოფლიომ დასცინა

რუ­სეთ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წა­რად­გი­ნეს რო­ბო­ტი, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლო­ოდ, რო­ბო­ტის კოს­ტი­უმ­ში გა­დაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­ბო­ტი ბო­რი­სი რუ­სუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის, "Россия 24"-ის ეთერ­ში გა­მოჩ­ნდა. მას ჰქონ­და სი­ა­რუ­ლის, სა­უბ­რი­სა და ცეკ­ვის ფუნ­ქცია.   

თუმ­ცა, ბო­რი­სის გა­მო­ჩე­ნი­დან მა­ლე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს უამ­რა­ვი ეჭვი გა­უჩ­ნდათ. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდა ფოტო, სა­დაც კოს­ტი­უ­მის მიღ­მა ადა­მი­ა­ნის კი­სე­რი ჩან­და.


რო­ბო­ტი, რე­ა­ლუ­რად, აღ­მოჩ­ნდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც 250,000 რუბ­ლად ღი­რე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მი „რო­ბო­ტი ალი­ო­შა“ ეცვა. კოს­ტი­უ­მი კომ­პა­ნი­ა Show Robots-მა და­ამ­ზა­და.

მარ­თა­ლია, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ფო­რუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, სა­დაც „ბო­რი­სი“ გა­მოჩ­ნდა, არ უთ­ქვამთ, რომ ის რო­ბო­ტი იყო, თუმ­ცა რუ­სულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა Россия 24-მა ბო­რი­სი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ რო­ბო­ტად წა­რად­გი­ნა. მის გა­მო­ჩე­ნას­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლის­ტებს უამ­რა­ვი კი­თხვა გა­უჩ­ნდათ, მათ შო­რის - რა­ტომ არ ჰქონ­და რო­ბოტს გარე სენ­სო­რე­ბი; რო­გორ შეძ­ლეს რუს­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მისი ასე სწრა­ფად შექ­მნა - „ბო­რი­სის“ შე­სა­ხებ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში მა­ნამ­დე არა­ფე­რი და­წე­რი­ლა; რა­ტომ აკე­თებ­და რო­ბო­ტი ცეკ­ვის დროს უამ­რავ ზედ­მეტ მოძ­რა­ო­ბას და ა.შ.

კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე, რო­მელ­მაც „რო­ბო­ტი ალი­ო­შას“ კოს­ტი­უ­მი და­ამ­ზა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შე­უძ­ლი­ათ და­ამ­ზა­დონ სა­მო­სი, რო­მე­ლიც შე­გიქ­მნით წარ­მოდ­გე­ნას, რომ ნამ­დვი­ლი რო­ბო­ტი გყავთ.