loader

საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ნაკლებად ცნობილი ისტორიები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ნაკლებად ცნობილი ისტორიები

"პალიტრავიდეო" საქართველო პრეზიდენტების მეორე ნახევრების პირადი ცხოვრებიდან ნაკლებად ცნობილ ფაქტებს გთავაზობთ:

1. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მანანა არჩვაძემ ერთმანეთი ტრაგიკული ამბის გამო გაიცნეს, ორივეს დედა მძიმე სენით იყო დაავადებული. ზვიადის ოჯახს ჰქონდა წამლები, რომელიც მდგომარეობას უმსუბუქებდა ონკოლოგიურ პაციენტებს, თუმცა, საქართველოში ოფიციალურად არ იყიდებოდა. მანანამ და მისმა დამ დახმარება სთხოვეს გამსახურდიებს. პირველად სწორედ წამლის ანოტაციის გასაცნობად მიადგა კოლხურ კოშკს მანანა არჩვაძე. მაშინ გაიცნო ზვიადი.

2. ნანულის და ედუარდს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ნანული ცაგარეიშვილის მამა - რაჟდენი, სტალინის მმართველობის პერიოდში "სამშობლოს ღალატისთვის" დახვრიტეს. წყვილი 1951 წელს დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება "ქვეყნის მოღალატის" შვილთან შევარდნაძის კარიერისთვის დამღუპველი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვაჟს უკან არ დაუხევია. 

3. მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს ქორწინებიდან 25 წელი შეუსრულდათ. დღემდე არ ცხრება მითქმა-მოთქმა ექსპრეზიდენტის სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ, თუმცა, იმასაც ამბობდნენ, რომ სანდრა თვალს ხუჭავდა მის მანკიერ გამოხდომებზე. სანდრა ყველაფერს აკეთებდა ქმრის წარმატებისთვის, მის გამო ქართული ისწავლა და მართლმადიდებლად მოინათლა. 

4. ახლა საქართველოს რიგით მეოთხე პირველი ლედი ჰყავს, რომელიც წინამორბედებისგან იმით განსხვავდება, რომ როდესაც ოფიციალურ ცოლობაზე დათანხმდა, მომავალი ქმარი უკვე პრეზიდენტი იყო.

5.სულ რამდენიმე დღეში საქართველოს ოფიციალურად პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება. სალომე ზურაბიშვილის მეუღლე მწერალი, მკვლევარი და ცნობილი ტელეწამყვანი ჯანრი კაშია გახლდათ.