loader

პატრიარქმა ზაზა სარალიძე პირველად აზიარა, შემდეგ კი საპატრიარქოში ტრაპეზზე მიიხმო: "მისი შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქმა ზაზა სარალიძე პირველად აზიარა, შემდეგ კი საპატრიარქოში ტრაპეზზე მიიხმო: "მისი შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის"

ნიკოლოზობის დღესასწაულზე სიონის ტაძარში, პატრიარქმა ზაზა სარალიძე პატრიარქმა აზიარა. სადღესასწაულო წირვას შვილმკვდარი მამა მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. უწმინდესმა იგი ამბიონზე აიყვანა და ქადაგებისას მას მიმართა." ვულოცავ ბატონ ზაზა სარალიძეს პირველ ზიარებას, მან აღსარება თქვა და ეზიარა, - ბრაძანა უწმინდესმა.

ილია მეორემ ასევე მიმართა ზაზა სარალიძეს, ხომ არ ექნებოდა მას რაიმე სათქმელი, რაზეც შვილმოკლულმა მამამ მხოლოდ პატრიარქის დიდხანს და კარგად ყოფნა ისურვა. წირვის დასრულების შემდეგ სარალიძე და მისი მეუღლე ილია მეორემ საპატრიარქოში ტრაპეზზეც მიიწვია, რის შემდეგაც შვილმოკლულ ოჯახს სანტლები და ხატები უსახსოვრა.

ზაზა სარალიძის თქმით, პატრიარქთან ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.