loader

შეჯიბრი გემრიელი კერძის მომზადებაში - "გემრიელიას" პროექტი "შეფ მარკეტერი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეჯიბრი გემრიელი კერძის მომზადებაში - "გემრიელიას" პროექტი "შეფ მარკეტერი"

ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე, გემრიელი კერძების მომზადებისთვის წარმატებულ ადამიანებს ნაკლები დრო რჩებათ, თუმცა ჟურნალ "გემრიელიას" პროექტი "შეფ მარკეტერი" მათ საუკეთესო შანსს აძლევს და უკვე ორი წელია, სხვადასხვა წამყვანი კომპანიების მარკეტერები ერთმანეთს კერძების მომზადებაში ეჯიბრებიან.

შეფ მარკეტერის მეორე ტური გუშინ რესტორან "სითი რუფში" გაიმართა, სადაც ერთმანეთს 6 მარკეტერი შეეჯიბრა. მათ საზაფხულო როლის მომზადების დავალება "სითი რუფის" შეფ-მზარეულმა ანდრეი სობოლოვმა მისცა.

თამაშის წესების მიხედვით, საზაფხულო როლის მოსამზადებლად და მისთვის ორიგინალური სახელის მოსაფიქრებლად, მონაწილეებს სულ რაღაც ნახევარი საათი ჰქონდათ.
რის შემდეგაც მათ მიერ მომზადებული საზაფხულო როლი ჟიურის თავმჯდომარემ და ჟურნალ "გემრიელიას" მთავარმა რედაქტორმა დააგემოვნეს და გამარჯვებულიც გამოავლინეს.

გამარჯვებულს და მონაწილეებს საჩუქრად "პალიტრა ელის" წიგნები გადაეცათ. შეფ მარკეტერის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს სხვადასხვა ტურში გამარჯვებული მარკეტერები შეეჯიბრებიან.