loader

მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში, სავაჭრო ჯიხურში მოხდა: გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში, სავაჭრო ჯიხურში მოხდა: გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება

ქვემო ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურში მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა სავარაუდოდ დადგენილია და შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცნობილია, რომ მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შემდეგ ცოცხალი იყო, თუმცა საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.