loader

ბავშვს, რომელიც ერთ დროს მთელმა საქართველომ გაიცნო, დახმარება ესაჭიროება - "ნიკოლოზმა ექიმი დაიყოლია, რამდენიმე საათით სახლში გამოუშვეს, ნაძვის ხის აწყობა უნდა მოასწროს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბავშვს, რომელიც ერთ დროს მთელმა საქართველომ გაიცნო, დახმარება ესაჭიროება - "ნიკოლოზმა ექიმი დაიყოლია, რამდენიმე საათით სახლში გამოუშვეს, ნაძვის ხის აწყობა უნდა მოასწროს"

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს, რომელიც საზოგადოებამ "ქართველი ლუი ანდერსონის" სახელით სახალისო ვიდეოდან გაიცნო, სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება. ინტერნეტმომხმარებელი Tatia Zukhbaia წერს:

"ჩვენი სამსახურიდან გამომდინარე, მე და ჩემს გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში უამრავი შეტყობინება მიგვიღია, ხან გვაქებდნენ ხან გვაკრიტიკებდნენ ხან გვთხოვდნენ და ხანაც მოგვთხოვდნენ..

სამწუხაროდ ძალიან ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჩვენგან დახმარებას ელიან, ბევრი მათგანის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები უკვე შევიტანეთ.. ბევრმა დაგვიჯერა, რომ ბევრი რამ ჩვენს ძალებს აღემატება, ბევრს ალბათ იმედიც გავუცრუეთ, ბევრი ბედნიერი გავხადეთ, ბევრთან ვერაფერს გავხდით...

როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება იქ ალბათ კითხვები ნაკლებად ჩნდება, თითქოს უმნიშვნელოა ,ადამიანის წარმომავლობა , სქესი და ისტორია ,რომლის მიღმაც ისინი დგანან!

მაგრამ ალბათ არის რაღაც რაც ყველა ადამიანში სხვა ემოციას აღძრავს.

ეს პატარა ბიჭი, ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გმირს რომ გვაგონებს, არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემების რესპოდენტი.
ტელევიზიაში მამას მოყავდა, მამა მხოლოდ გვესალმებოდა , ნიკოლოზს სიმორცხვის დაძლევაში ეხმარებოდა,მერე მადლობას გვიხდიდა, ამბობდა რომ ნიკოლოზს საკუთარი თავის ტელევიზორში დანახვა განსაკუთრებულ ბედნიერებას ანიჭებდა ,მერე გვემშვიდობებოდა და პატარა ნიკოლოზთან ერთად მიდიოდა.

ახლახანს სრულიად შემთხვევით გავარკვიეთ, რომ ნიკოლოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობა თურმე მაშინაც გართულებული ჰქონდა როცა ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო,მაშინ როცა ყველას გვიღიმოდა და გვეხუტებოდა.მამას შეეძლო ამ თემაზე გაგვსაუბრებოდა, მაგრამ არც ერთხელ მივუნიშნებივართ, საკუთარი რესურსებით ცდილობდა შვილის გადარჩენას..

აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზს თირკმელი თავის დროზე საკუთარმა ბებიამ დაუთმო, მერე ცუდი ექიმები, ჩაერივნენ, და მისი გახვრეტა მოახერხეს..
რამდენიმე თვეა ნიკოლოზი საავადმყოფოში წევს, მორიდებულ მამამის დილით ველაპარაკე, ბავშვის მდგომარეობა რომ მოვიკითხე მითხრა, დღეს გაწერენო, მივულოცე ე.ი ყველაფერი კარგად არის თქო, რამდენიმე წამიანი დუმილის მერე გამიმხილა , არა ექიმს სთხოვა სახლში გამიშვი ნაძვის ხის აწყობა მინდაო, გასაგები მიზეზების გამო ექიმმა უარი უთხრა, ნიკოლოზს ბევრი უტირია, ექიმებიც ბავშვთან ერთად ტიროდნენ ..
ნიკოლოზმა დღეს გაიმარჯვა, ექიმი დაიყოლია , რამდენიმე საათით სახლში გამოუშვეს, ნაძვის ხის აწყობა მანამ უნდა მოასწროს სანამ მისი ჰემოგლობინის დონე დაეცემა და ორგანიზმი ენერგიას დაკარგავს ..
იქნებ წვეულებაზე შარშანდელი კაბაც გამოგვადგეს? იქნებ ჩვენს ჯანმრთელ შვილებს , ძველი სათამაშოები გადმოვულაგოთ და ვუთხრათ, რომ თუ ახალზე უარს იტყვიან , ნიკოლოზის სიცოცხლეს გაახანგძლივებენ!

იქნებ ერთი თავით ნაკლები კერძი იყოს ჩვენს საახალწლო სუფრაზე?

იქნებ ნიკოლოზსაც ჰქონოდა ჯანმრთელი თირკმელი? იქნებ, ნიკოლოზიც დაბადებულიყო მდიდარ ოჯახში, მაგრამ რა ქნას ნიკოლოზმა თუ არ გაუმართლა და ახლა არც ერთი აქვს და არც მეორე?! იქნებ ჰქონდეს ნიკოლოზს ჩვენი იმედი?! ხომ შეიძლება ასეც იყოს?! ერთი კაბის, ერთი კერძის, ერთი სათამაშოს სანაცვლოდ...

იქნებ ვიფიქროთ..
იქნებ ვიფიქროთ ამაზე!

ანგარიშის ნომერი: GE06BG0000000791931400 მიმღები ზურაბ ჭიჭიკოშვილი."