loader

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კვლავ კარანტინია - ბავშვთა საავადმყოფოში კი მნახველთა შესვლა შეზღუდულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კვლავ კარანტინია - ბავშვთა საავადმყოფოში კი მნახველთა შესვლა შეზღუდულია

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კვლავ კარანტინია, ბავშვთა საავადმყოფოში კი მნახველთა შესვლა შეზღუდულია.

როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, რუსთავში გრიპით დაავადების 200 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან არც ერთი არ არის ე.წ. ღორის გრიპი.

ამ დროისთვის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით სტაციონარში 35 პაციენტია მოთავსებული.



ასევე დაგაინტერესებთ: "მცხეთის სამედიცინო ცენტრში" კარანტინი გამოცხადდა - "ვითარება საკმაოდ რთულია, მომართვიანობიდან გამომდინარე"