loader

პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება, რომელიც დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება, რომელიც დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებაში დღეიდან პაციენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე შესაძლებლობა ექნებათ, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.