loader

რუსთავი, მცხეთა, ბათუმი, ფოთი - რამდენიმე საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავი, მცხეთა, ბათუმი, ფოთი - რამდენიმე საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

რუსთავისა და მცხეთის შემდეგ, კარანტინი უკვე ბათუმისა და ფოთის საავადმყოფოებშიც გამოცხადდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფოთის კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა ექიმების ამბობენ, რომ ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

ფოთის სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიპტომებით 1427-მა პაციენტმა მიმართა. აქედან 38 ჰოსპიტალიზებულია, ხოლო მწვავე, გართულებული ფორმით 4 შემთხვევა იყო, მათ შორის, ერთი გარდაცვალება. ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს.

ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ინფექციურ საავადმყოფოში გრიპის დიაგნოზით 27 მოქალაქეა მოთავსებული. აქედან 7 ბავშვი და 3 ორსულია.



ასევე დაგაინტერესებთ: ადამიანთა ჯგუფები, ვისზეც უფასოდ გაიცემა "ტამიფლუ"

პაატა იმნაძის დეტალური რეკომენდაციები გრიპის ვირუსთან, ჰიგიენის ნორმებთან და საგანგაშო სიმპტომებთან დაკავშირებით