loader

მაღაზია "მხოლოდ ქართული", სადაც დახლებზე მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია იყო განთავსებული, იხურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაღაზია "მხოლოდ ქართული", სადაც დახლებზე მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია იყო განთავსებული, იხურება

გახსნიდან ერთი წლის თავზე მაღაზია "მხოლოდ ქართული" იხურება. ეს ის სავაჭრო ობიექტია, სადაც დახლებზე მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია იყო განთავსებული და მისი გახსნის მიზანიც სწორედ ქართული წარმოების პოპულარიზაციას წარმოადგენდა.

როგორც მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო სოხაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, დახურვის მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რომელიც მომხმარებლების სიმცირემ გამოიწვია. მისი თქმით, ამას დიდი საიჯარო გადასახადიც დაემატა და იმ პირობებში, როდესაც მაღაზიას სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა არ აქვს, ობიექტს საკუთარი თავის შენახვაც კი უჭირს.

მაღაზია "მხოლოდ ქართული" 2018 წლის 25 იანვარს გაიხსნა და საწყის ეტაპზე 60 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სავაჭრო ობიექტში 2 ათას 500-მდე სახეობის ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი.