loader

გასული წლის ყველაზე ხმაურიანი დაჭერების ქრონიკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გასული წლის ყველაზე ხმაურიანი დაჭერების ქრონიკა

გია თვალავაძე
სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე 24 სექტემბერს დააკავა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თვალავაძე 24 ოქტომბერს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თემურ გორგაძე
საკრებულოს ყოფილი წევრი, კრწანისის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 28 თებერვალს დააკავეს.
მას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მირზა სუბელიანი
ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სუბელიანს ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბუტა რობაქიძე
ბუტა რობაქიძე 2003 წლის 23 ნოემბერს მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები 14 წლის შემდეგ, 18 დეკემბერს დააკავეს.
ირაკლი ფირცხალავას, დავით იაშვილს, ზაზა მიქაძესა და გურამ დონაძეს სასამართლომ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ავტორი: ეკუნა ლემონჯავა