loader

თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 22 წლის სალომე ქემაშვილი ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ, ბორჯომიდან შეიყვანეს. ის ამ დრომდე რეანიმაციურ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გოგონა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად გრიპის ვირუსით ჰოსპიტალებში მკურნალობას 640-მდე პაციენტი გადის. მათგან 40-ზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. უკვე 10 ადამიანს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ.