loader

ინფორმაცია მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის მსურველთათვის: შეღავათი, რომლითაც შესაძლოა, მალე ვეღარ ისარგებლოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის მსურველთათვის: შეღავათი, რომლითაც შესაძლოა, მალე ვეღარ ისარგებლოთ

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის მსურველებმა, შესაძლოა, განბაჟებისას 60%-იანი შეღავათით ვეღარ ისარგებლონ. ცვლილებებს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი თებერვალში დაიწყებს. კანონპროექტის თანახმად, განბაჟებას დაექვემდებარება მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილებიც, რომლებიც დღეისათვის აქციზის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებულები არიან.

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის დაწესებული შეღავათების 60-დან 20%-მდე შემცირებას მიესალმება "კავკასუს ავტო იმპორტის" გენერალური დირექტორი. გიორგი სურგულაძის განცხადებით, ცვლილება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის კლებას გამოწვევს.