loader

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ფასანაური-მლეთის მონაკვეთსა და საქართველო-სომხეთის საზღვრის ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

სამინისტროს განცხადებით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90 კმ 112 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ხოლო რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის დანარჩენ მონაკვეთებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.