loader

რა მიზეზის გამო აღარ იყიდება ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მიზეზის გამო აღარ იყიდება ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე?

მიმდინარე სეზონზე ქართული თხილის ექსპორტის მოცულობა საკმაოდ არასახარბიელოა და ამის მთავარი მიზეზი მისი დაბალი ხარისხია. ამის შესახებ East fruiT-თან საუბრისას "საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ განაცხადა. მისივე თქმით, ქართული თხილის პრობლემების გამო თხილი თითქმის აღარ იყიდება ევროკავშირის ბაზარზე და ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 4 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტი - 9 მილიონ 200 ათასი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პროდუქტის საექსპორტო ღირებულება სტაბილურია და 1 კილოგრამი თხილის ფასი 5 დოლარსა და 50 ცენტს შეადგენს.