loader

უფუნქციო ხიდები თბილისში - რა დანიშნულება აქვთ ლითონის საფეხმავლო ხიდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უფუნქციო ხიდები თბილისში - რა დანიშნულება აქვთ ლითონის საფეხმავლო ხიდებს

თბილისში 34 ლითონის ხიდია, თუმცა Palitravideo.ge-ს დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათი დიდი ნაწილი სრულიად უფუნქციოა. ამის მიუხედავად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური მათ რეაბილიტაციაში 237 732 ლარს ხარჯავს.
მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ხიდები, რომლებიც არასწორად მოწყობის გამო, ფაქტობრივად, უფუნქციოა, ქალაქის იერსახესაც ამახინჯებს.

Palitravideo.ge-ს კითხვაზე, იგეგმება თუ არა არსებული ხიდების დემონტაჟი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რამდენიმე ხიდს, რომელიც უფუნქციოა, ჩაუტარდეს დემონტაჟი და მან მაგალითად სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდი მოიყვანა.