X
აფთიაქებმა "ტამიფლუზე" ფასების დაწევა დაიწყეს: რა ფასად შეგიძლიათ ანტივირუსული პრეპარატის შეძენა?
11:07 / 11-01-2019
სააფთიაქო ქსელებმა ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუზე" ფასების დაწევა დაიწყეს.
როგორც "პალიტრანიუსს" "ავერსის" სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, პრეპარატს ისინი უკვე თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყიდიან. "ავერსში" "ტამიფლუს" ფასი ამჟამად 68 ლარია.

რაც შეეხება მარაგებს, როგორც "ავერსში" ამბობენ, მათ ამ დროისთვის პრეპარატი მხოლოდ რამდენიმე აფთიაქში აქვთ, თუმცა, მარაგების შევსებას სამინისტროდან ორ დღეში ელოდებიან. გარდა ამისა, "ტამიფლუზე" ფასი შეამცირა პსპ-მ. პსპ-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორის, თორნიკე გურულის განცხადებით, მათ სააფთიაქო ქსელში "ტამიფლუ" თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება, რაც 68 ლარს შეადგენს.



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
მომენტი, როცა ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს
რა დაგვიჯდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ზურაბიშვილის არჩევიდან დღემდე - "უპატრონო სასახლის" კოლოსალური ხარჯები
ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება
როგორ გამოიყურება ახალი ჰუავეი Mate X, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ, იხილა დღის სინათლე