X
პროდუქტები, რომლებიც ბავშვს სიმაღლეში ზრდისთვის უნდა აჭამოთ: გაიგეთ, რა ასტიმულირებს ზრდის ჰორმონს
11:32 / 11-01-2019
დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს, უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით.

ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში. ამავე მიზნისთვის გირჩევთ, კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები.

უნდა ვიცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია. ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება.

გარდა ამისა, გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადოდ, მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს.



მეტი საინტერესო ინფორმაცია გაიგეთ "პალიტრანიუსზე"

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
მომენტი, როცა ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს
რა დაგვიჯდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ზურაბიშვილის არჩევიდან დღემდე - "უპატრონო სასახლის" კოლოსალური ხარჯები
ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება
როგორ გამოიყურება ახალი ჰუავეი Mate X, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ, იხილა დღის სინათლე