loader

რესტორნის მეპატრონე ვანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რესტორნის მეპატრონე ვანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს

არსებული ინფორმაციით, ვანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ნაცემია ვანის პროკურორი და მისი თანმხლები პირი. ფიზიკური დაპირისპირება ვანში, რესტორანში მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, უწყების გენინსპექციამ მოხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ გამოძიება დაიწყო ასევე შს სამინისტრომ. უწყებამ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება უკვე შეუჩერა.