loader

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ 4 არასრულწლოვანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ერთმა კი თითი დაკარგა - ექიმის კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ 4 არასრულწლოვანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ერთმა კი თითი დაკარგა - ექიმის კომენტარი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, 4 არასრულწლოვანი შეიყვანეს. აფეთქების შედეგად, ოთხივე მათგანს კიდურების დაზიანება აღენიშნებოდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

საავადმყოფოს ექიმი-ორთოპედის, ბიძინა კანაშვილის განცხადებით, ერთ-ერთმა პაციენტმა აფეთქებისას თითი დაკარგა.