loader

"ჩვენი გაყრა უნდოდა მამაოს" - რა მოხდა ჯვრის მონასტერში, რის გამოც სასულიერო პირებმა მონასტრის კარი ჩაკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი გაყრა უნდოდა მამაოს" - რა მოხდა ჯვრის მონასტერში, რის გამოც სასულიერო პირებმა მონასტრის კარი ჩაკეტეს

მღვდლების პროტესტი ჯვრის მონასტერში - სასულიერო პირებმა დილიდან მონასტრის კარი ჩაკეტეს. უძველეს ქართულ ტაძარსა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლში არავის უშვებენ. დილიდან ტაძარში მისული მლოცველები და უცხოელი ტურისტები უკან ბრუნდებიან.

ტაძრის კარიბჭის დაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. სასულიერო პირი დილიდან ტაძრის ტერიტორიაზე არ გამოჩენილა. ადგილზე ადგილობრივი ბერები იმყოფებიან, რომლებიც ადგილზე მისულ მომლოცველებს და ტურისტებს ეუბნებიან, რომ ტაძარში დღის განმავლობაში შესვლას ვერ შეძლებენ.